
მუსიკა, რომელსაც ისევ უბრუნდებიან.
„მეგობარო“ და „ველოსიპედი“ YouTube-ზე ჯამში 22 მილიონზე მეტჯერ ნახეს.
ნახე „მეგობარო“ჯინგლი • მუსიკა ეკრანისთვის • სრული პროდაქშენი
ვქმნით ჯინგლებსა და მუსიკას ანიმაციისთვის, სერიალისთვის და რეკლამისთვის. არანჟირება, მუსიკალური პროდაქშენი, მიქსი და მასტერინგი — პირველი იდეიდან საბოლოო ტრეკამდე.
01 / გამორჩეული ნამუშევრები
ჩვენს საქმეზე ყველაზე კარგად ჩვენი ნამუშევრები საუბრობენ — სიმღერები, რომლებმაც მილიონობით მსმენელი იპოვეს, და სხვადასხვა ფორმატისთვის შექმნილი მუსიკა.

„მეგობარო“ და „ველოსიპედი“ YouTube-ზე ჯამში 22 მილიონზე მეტჯერ ნახეს.
ნახე „მეგობარო“02 / კონკრეტული შედეგი
შეგვიძლია ჩავერთოთ ერთ კონკრეტულ ეტაპზე ან სრულ პროცესს გავუძღვეთ. სამუშაოს პროექტის რეალურ საჭიროებებს ვარგებთ.
ბრენდი / ანიმაცია / სერიალი / რეკლამა
ვქმნით სარეკლამო ჯინგლებსა და მუსიკას ანიმაციისთვის, სერიალებისთვის და საგანმანათლებლო პროექტებისთვის. ჟღერადობას ვარგებთ ბიზნესისა და მარკეტინგის კამპანიებს, ტექნოლოგიურ და სამეცნიერო თემებს.
დემოდან სრულ ტრეკამდე
მუსიკის შექმნა და სტუდიური პროდაქშენი დემოს სრულ ტრეკად აქცევს — მუსიკალური მიმართულებიდან ჩაწერასა და საბოლოო ვერსიამდე.
სტრუქტურა / ინსტრუმენტები
არანჟირებითა და სიმღერის ადაპტაციით სტრუქტურას, ჰარმონიასა და ინსტრუმენტებს ახალ შემსრულებელს, სტილს ან ფორმატს ვარგებთ.
ბალანსი / სიღრმე / სივრცე
ვოკალსა და ინსტრუმენტებს ბალანსს, სიღრმესა და სივრცეს ვაძლევთ ისე, რომ მთავარი ხაზი მკაფიოდ დარჩეს.
საბოლოო ჟღერადობა / მიწოდება
საბოლოო ჟღერადობას ვხვეწთ, რათა ტრეკმა სიმკვრივე შეინარჩუნოს და ყველა მოწყობილობაზე თანაბრად კარგად ჟღერდეს.

03 / ვინ ქმნის მუსიკას
ლელო მუსიკალურ მიმართულებას, არანჟირებასა და პროდაქშენს თავად უძღვება, ამიტომ ტრეკი მუშაობის პროცესში საკუთარ ხასიათს ინარჩუნებს.
ტექნიკა მუშაობს იდეისთვის. არა პირიქით.
04 / სამი ნაბიჯი
ვადებზე, ფაილების ფორმატსა და უკუკავშირის ეტაპებზე პირველივე საუბარში ვთანხმდებით.
მიზანს, აუდიტორიას, ფორმატს, რეფერენსებსა და ვადას ერთ მოკლე საუბარში ვაზუსტებთ.
ვთანხმდებით მელოდიაზე, ხასიათსა და ტემპზე, შემდეგ კი პირველ სამუშაო ვერსიას ვამზადებთ.
შეთანხმებული ფორმატისთვის ვამზადებთ არანჟირებას, ჩანაწერს, მიქსსა და მასტერს.